მოსკოვში, სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოცემა Life-ს ცნობით, ჯუღაშვილი საკუთარ სახლთან ახლოს ქუჩაში შეუძლოდ გახდა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ევგენი ჯუღაშვილი 1936 წელს დაიბადა. მისი მამა სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი იყო.
წყარო: 2030news
კომენტარები