„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი გაბელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პარტიის ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრატორობიდან ჩახსნეს. გაბელიას განმარტებით, მას დაუკავშირდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა და განუცხადა, რომ პირადად მან, 4 ადამიანი ადმინობიდან ჩახსნა.
„2012 წლიდან ვმართავდი წალენჯიხის „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუქგვერდს.
აქტივობებს ვმართავდი პირადად მე. 2012 წლიდან პარტიამ შეიცვალა რამდენიმე თავმჯდომარე.
აქამდე, ყოველ ჯერზე, ახალი თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ, ახალი თავმჯდომარე ატარებდა ფეისბუქ ადმინებისთათბირს, რის შემდეგაც ვიღებდით ხელახალ ნდობას.
დღეს მოულოდნელად ჩვენს გვერდზე გამოჩნდა არალეგიტიმური პირის მიერ დაწერილი პოსტი, რის შემდეგაც ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და დავრეკეთ ცენტრალურ ოფისში.
რამდენიმე წუთის შემდეგ დამირეკა ვინმე დიმიტრი ჩიქოვანმა და მითხრა რომ პირადად ჩაგვხსნა 4 ადამიანი ფბ ადმინობიდან.
როდესაც ვკითხე თანამდებობა და ფუნქცია მელაპარაკა აგრესიულად და ეს ადამიანი აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა.
ჩემთვის გაუგებარია ამ ადამიანების მოტივაცია და რისი მიღწევა სურს? რა უფლებამოსილება აქვს, ვინ მიანიჭა ეს უფლებამოსილება?
ბატონო ლევან ასე ჩვენ ვერ დავიხსნით ტყვეობიდან პრეზიდენტს და ვერ შევასრულებთ მის სურვილს საერთო ერთიანობაზე“, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.