თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქში“ წერს:
„ყველა ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს;
ყველა ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს;
თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და ღირსება გაგვაჩნია სხვისი დაჩაგვრა, მუშტი და ხელკეტი ვერასოდეს დაგვეხმარება, ვერ გახდება ჩვენი მეგზური უკეთესი საქართველოსკენ.
ის რაც დღეს სამეგრელოში ხდებოდა ქაოსის გზაა!!!
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ ვის ურტყამდა.
თუ ვერ გავიგებთ რომ ძალადობა პასუხი არ არის ეს როლები მუდამ ცვალებადი იქნება – მსხვერპლის და ჯალათის როლები, ხოლო ქვეყანა უბრალოდ ხელიდან გამოგვეცლება“.
კომენტარები