უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია კორცხელში მომხარ დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის” პროვოცირებულად აფასებს და აცხადებს, რომ “არსად მომხდარა მსგავსი ინციდენტი, გარდა იმ ერთი უბნისა, სადაც ბოკერია და მისი რაზმი იმყოფებოდა“.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა გადანაწილდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ინციდენტის წამქეზებელი, დამწყები და მონაწილე იყო.
“როდესაც ვლაპარაკობთ სამეგრელოს რეგიონზე, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული იმ ძალადობრივი, რეპრესიული სისტემის მიერ და როდესაც მსხვერპლი მოძალადეების წარმომადგენელს ხვდება, წინასწარვე დაძაბული, საკმაოდ მაღალი ემოციური ფონია შექმნილი და აქ სიფრთხილეა საჭირო. როდესაც მოძალადეები მსხვერპლს მაპროვოცირებლად ექცევიან, ეს დაპირისპირების რისკს ზრდის”, – აღნიშნა ბესელიამ.
კომენტარები