ასპინძაში, მტკვარში ჩავარდნილი მეათე კლასის მოსწავლე მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. გოგონას 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ. მაშველები სამძებრო ღონისძიებებში მთელი ღამის განმავლობაში მონაწილეობდნენ. გარდაცვლილი გოგონა გვანცა ვოსკანიანია.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც გოგონას ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
კომენტარები