ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება. ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გაფორმდა ხელშეკრულება და პირველ ეტაპზე 8 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსის შესყიდვა მოხდება.
„ხელშეკრულება გავაფორმეთ – ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება! სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ვიწყებთ რეფორმის გატარებას და პირველ ეტაპზე შევისყიდით 8 ერთეულ ISUZU-ს მარკის ავტობუსს. ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმება მარშრუტები და მოეწყობა გაჩერებები. შემდეგი წლიდან, მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
ამით შევასრულებთ წინასაარჩევნოდ, თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას: თანამედროვე ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლება – ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.