გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები