აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ბრაიან კემპის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ აჩვენა, რომ საქართველოსა და ჯორჯიის შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო.
„დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ.
მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო“, – წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი.
Marty and I were privileged to sit down with Prime Minister @GharibashviliGe today to discuss our shared commitment to freedom and our continued partnership.
We were again reminded by his team's hospitality and dedication that our two Georgias share more than just a name. pic.twitter.com/hO1IdpJkVt
— Governor Brian P. Kemp (@GovKemp) June 16, 2023