სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ წერს.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა
2007 წლის 27 სექტემბერს დავაკავეთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ჩემს სამუშაო კაბინეტში შემოიყვანეს ხელბორკილებ დადებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ბრალდებული, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თანხების გათეთრებაში, სამსახურებრივ გულგრილობასა და თანამდებობის უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი.
მისი დაკავება ძალიან განვიცადე, ის გახლდათ, ჩემი, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ჩემი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.
მე, მასთან ყოველთვის თბილი, საქმიანი ურთიერთობა მქონდა.
ჩემი საამაყო მინისტრი, თავჩაქინდრული, გაოგნებული, შეშინებული ელოდებოდა გამომძიებელს.
– ირაკლი, რატომ უღალატე მიშას ?
( რათქმაუნდა ვიგულისხმე მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები.)
ირაკლი ხმას არ იღებდა …
საზოგადოებას კარგად ახსოვს ტელეეთერით ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება და შემდგომ განვითარებული მოვლენები.
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეუთვალა, რომ ის დაენიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრად!!!
რათქმაუნდა, კორუმპირებულ ყოფილ მინისტრს აღარავინ ენდობოდა!
ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთში გაემგზავრა, იქ ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
შემდეგ, ცხოვრობდა საფრანგეთში.
2012 წლის მერე დაბრუნდა საქართველოში, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლოზე ჩვენება მისცა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სანაცვლოდ, მიიღო თავისუფლება!
დღეს, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური მოძრაობა, გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებელი გახლავთ.
ფაქტი, კი, ფაქტად რჩება, ირაკლი ოქრუაშვილი ისტორიაში დარჩება ერთადერთ მინისტრად, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, გახლდათ, პრეზიდენტის უახლოესი გუნდის წევრი, თავდაცვის მინისტრი, რომელიც, კორუფციის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული !
კანონის წინაშე ყველა თანასწორია !
ირაკლი ოქრუაშვილი უდავოდ ნიჭიერი, პროფესიონალი იურისტია,
ვუსურვებ, თავისი ადგილი ეპოვოს ცხოვრებაში.
იოსებ თოფურიძე
18.06.2023 წელი”