რიკოთზე, სოფელ შროშასთან, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ავტობანის უბისას მობაკვეთზე იყო დასაქმებული, გუშინ ხიდიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა.
მას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ და ცხედარი მაშველებმა მდინარეში ნახეს.
თვითმხილველების ცნობით, კაცი დინებამ გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძოება 240-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები