საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნიდერლანდებთან ფრედ, ანგარიშით 1-1 ითამაშა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, თუმცა ბოლო წამებზე ნიდერლანდელებმა გათანაბრება შეძლეს. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გოლი ტეილორმა გაიტანა. 3 მატჩის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის პლეიოფში გავიდა. მეოთხედფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა.
ამასთან, შეხვედრას 43 004 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრების ახალი რეკორდია. წინა რეკორდი 41 887 მაყურებელი ასევე „დინამო არენაზე“, 24 ივნისს, საქართველოსა და ბელგიის მატჩზე დაფიქსირდა.
კომენტარები