მანჩო გიორგობიანი კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“უმაგრესი მერი გვყავს, ასეთი არ გვყოლია , მართლა … საიდან ამ სპორტსმენ ბიჭს ასეთი ალღო? ან სად ისწავლა ეს ყველაფერი, რეკორდული სისწრაფით დაალაგა მერია-კანონებიან- სოციალებიან – მეურნეობიანად , გამგებლები საუკეთესო და წედიერი, პატიოსანი საიდან იპოვა , რაც დამეთანხმეთ არ არის მარტივი ამ დროში, უამრავი გაყიდულა ფულზე… გვახსოვს!
და უზარმაზარ პროექტებს ეჭიდება პარალელურ რეჟიმში, მეც მქონდა მაღალი თანამდებობა, კომერციული სამსახურის უფროსი ვიყავი პატარკაციშვილთან და მენდეთ, არ არის სახუმარო თემა მილიონების მართვა, ღამის 12-მდე ვერ გამოვდიოდი ხოლმე სამსახურიდან, არაფა ძალიან წარმატებული მენეჯერი ვიყავი და დამატებით მილიონები შევუტანე იმედს…. მაგრამ მე უკან ტელევიზიებში მუშაობის 23 წლიანი სტაჟი მაქვს და კალაძეს საიდან ამხელა ცოდნა?!
აუცილებლად უნდა ვთქვა, ერთადერთი ვინც ყველაფერს ცდილობდა თბილისისთვის, ნემსის ყუნწში ძვრებოდა და რას აღა ფოკუზნიკობდა რომ თბილისისთვის რამე შეექმნა, ეს იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძვირფადი ადამიანი, მამაჩემი მიქრბდა ხშირად და ამიტომ (ზოგადად ბევრის ქება არ იცოდა, პირიქით, საკმაოდ მწაეე ენა ჰქონდა) – მერი ნიკო ლეკიშვილი Niko Lekishvili , მაგრამ ბიუჯეტი ჰქონდა ძალიან მწირი , ბიზნესმენებს ეხვეწებოდა ხოლმე ფულს ❤️
და კახას მილიარდებიანი ბიუჯეტი აქვს და საქმეც გააკეთა მილიონჯერ მეტი, ვიდრე მილიარდბიუჯეტიანმა იგულავამ…
პატარ-პატარა შეცდომები , როდესაც უამრავი საქმე კეთდება , ნე ვ შოტ…
ყველას დაგვემართებოდა , ნახევარი საქართველოა თბილისი , მოსახლეობის რაოდენობით და კახას სოციალურ პროგრამებს გადახედეთ, მდიდარი ქვეყნები ვერ და არ აკეთებენნ ამხელა დახმარებებს გინდა მეურნეობაში და გინდა სოციალურებში, თავიანთი მოსახლეობისთვის , ეგ კი არა უმდიდრესმა საფრანგეთმა გააკეთა სეკვესტრი პენსიონერებზე…”