საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დასუსტდა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ აჯანყების შედეგად, რაც ცხადყოფს, რომ ის „არ არის ერთადერთი ბატონი ქალაქში“ და რომ „მან დაკარგა ძალის მონოპოლია“.
ჟოზეფ ბორელის თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ „ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს შედეგები“.
„უფრო სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა. აქამდე რუსეთს როგორც საფრთხეს ვუყურებდით, რადგან ის ძალა იყო. ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ რუსეთს, როგორც რისკს შიდა არასტაბილურობის გამო“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კომენტარები