მადლობა EPCR-ის პრეზიდენტს, მადლობა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ქართული რაგბი ევროპული საკლუბო ოჯახის წევრი გახდა, – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
მისივე თქმით, ქართული რაგბი მსოფლიო ელიტის ნაწილი ხდება, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება.
,,ეს არის ქართული რაგბის ლელო ევროთასებზე! ვინც იცის ამ ტურნირის მასშტაბი, ნამდვილად არ ელოდა, რომ ასე მალე მივაღწევდით საოცნებო შედეგს. ეს ნიშნავს, რომ ქართული რაგბი უკვე მსოფლიო ელიტის ნაწილი ხდება. მთავრობა და პირადად პრემიერი ღარიბაშვილი, სრულად უდგას მხარში რაგბის და ეს ძალიან დაგვეხმარა. სპორტთან ერთად, ეს ტურნირი მილიარდიანი ბიზნესია, რომელიც ახლა საქართველოშიც შემოვა და ცხადია, ფინანსურ სარგებელს საქართველო და ქართული რაგბიც მიიღებს”, – აცხადებს იოსებ ტყემალაძე.