პირველი არხი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ყალბ სარეკლამო მასალასთან დაკავშირებით, რომელზეც გამოსახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი ლოგო, განცხადებას ავრცელებს.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული მასალა არავითარ კავშირში არ არის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ლოგო მოპოვებული და გამოყენებულია საავტორო უფლებების დარღვევით.
კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს პირველი არხის სახელით მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის ან სარეკლამო განცხადების გავრცელებას. მაუწყებელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და თავის ყველა პლატფორმაზე ათავსებს მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას.
შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, გთხოვთ, ინფორმაცია გადაამოწმოთ არხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 1tv.ge.
კომენტარები