“ევროპას ვეუბნები – არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის” – “გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერის მურმან დუმბაძის ეს განცხადება დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა. შეფასებები გააკეთეს ოპოზიციის წევრებმაც.
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.
“მე ჩემი მოსაზრება შემიძლია გითხრათ, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია და რომელსაც ჩვენ, ასევე ვაფიქსირებთ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმსახურებს ევროპულ მომავალს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კომენტარები