ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის მიმართ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
ცალკე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის და ერთ-ერთი სპეციალისტის, ასევე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ სამ იურიდიულ პირთან დაკავშირებით.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
კომენტარები