სროლის ხმა ისმოდა დღის ბოლოს კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ თელეთში დაჭრილია ერთ მამაკაცი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის განმარტებით, პაციენტს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სროლის ფაქტზე საუბრობენ სოფელ თელეთშიც. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ სროლის ხმა ნამდვილად გაიგო. ადგილზე მისულს დაჭრილი უკვე კლინიკაში გადაყვანილი დახვდა.
„ჩემი შვილები თბილისში არიან, აქ რომ ყოფილიყვნენ რამეს გაიგებდნენ. რატომ მოხდა დაპირისპირება ჯერ არ ვიცით. პოლიცია იყო ადგილზე და როგორც ამბობენ, ეჭვმიტანილს ეძებენ“,- განაცხადა ქალმა.
ადგილობრივები დამატებით დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. შემთხვევის ადგილზე და კასპის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამართალდამცველები ახლაც მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები