კახეთში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ 81 წლის მამაკაცს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. აკაკი ღვინიაშვილმა ცოლს, რომელთანაც 50-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში სანადირო თოფიდან ესროლა.
70 წლის ქალი მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები