დღეს „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს გამართავს. თბილისელთა მეტოქე ყაზახეთის ჩემპიონი „ასტანა“ იქნება.
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი მატჩი თბილისის დროით 18.00 საათზე, ყაზახეთის დედაქალაქში გაიმართება.
დინამო თბილისის შემადგენლობა ასტანას წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა კუტალაძე, დავით კერესელიძე;
მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი;
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი;
შემტევები: უსმანე კამარა, მუსა სანგარე, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი.
კომენტარები