ჟურნალისტი ნათია კობერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ეკა ხოფერიას ქალიშვილის, ანანო ლევიძის გახმაურებულ პოსტს, როგორ გახდა იგი ინგლისში ბულინგის მსხვერპლი:
“შვილებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაში და სიცრუის გავრცელებაში!”, – დაწერა ფეისბუქგვერდზე კობერიძემ, რასაც ხოფერიას საპასუხო კომენტარი მოჰყვა:
“გახსოვთ მოდელირებული ქრონიკის წამყვანი? გახსოვთ. მე რომ მაგრად ვუყვარვარ, ხო გახსოვთ? ალბათ, კი. კიდევ ერთი უნდა დაიმახსოვროთ, ეს ქალი ჩემი შვილის პოსტს გვერდზე დებს და სერიოზულად მსჯელობს, რომ შვილებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში ვრთავ. ისე არ იცის, ალბათ, ნიკოლა და იკა ზოგჯერ (ხშირად არა) რუსულადაც რომ ლაპარაკობენ ხოლმე. ეგეც გადაეცით დაასტატუსოს ამ აბსოლუტურმა მოდელირებამ (სხვა სიტყვის დაწერა მინდოდა, მაგრამ ხო ხვდებით, რისიც). ანანო, აი, ასეთი კრეტინების გამო ზოგჯერ გირჩევ ხოლმე, რომ შენს გვერდზე მხოლოდ პეპლების ფოტოები დადო. ადამიანი გარდაიცვალა იმ გადაცემის მერე და ამას ბოდიშიც არ მოუხდია და ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. კი არ შეეშალა, ან ცუდად წაიყვანა, ან რამე, პირდაპირ ეთერში ისე მიყავდა, რომ ყველას გვეგონა ომი დაიწყო. ამან ვის უნდა დაარიგოს ჭკუა. ეგ ერთი და მეორე, მის აბსოლუტურ სიბრიყვეს ავლენს მისი “ჰედლაინი”: ბავშვებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაშიო, აი, კრეტინი არაა, ეგ დასკვნა გამოიტანა ფბ პოსტიდან, სადაც ანანო და ცალკე მისი მეგობარი ერთ საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევაზე ყვებოდნენ, სკოლის ადმინისტრაციაც კი ჩაერთო, ძალიან შეშფოთდნენ. რა შუაშია ანტიდასავლურობა, სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია”, – დაწერა ეკა ხოფერიამ.