„ბი ბი სი“ – ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში სირიელი ლტოლვილების მიღების პროცესი მთლიანად შეაჩერა. ასევე მან სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღება 120 დღით შეაჩერა.
ტრამპმა სპეციალური ბრძანებულება „ემიგრანტების ექსტრემალური გადარჩევის შესახებ“ გამოსცა, რომელიც ქვეყანაში რადიკალური მუსლიმანი ტერორისტების შეღწევის წინააღმდეგ არის მიმართული.
ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ 2017 წელს აშშ 50 ათას ლტოლვილს მიიღებს, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური მოტივებით იდევნება.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში მხოლოდ ისეთი ადამიანები უნდა ჩავიდნენ, რომლებიც ქვეყანას მხარს უჭერენ და მისი მოსახლეობა უყვართ.
კომენტარები