მადაგასკარზე, ქალაქ ანდჯოზორობში ავტოსაგზაო შემთხვევას 45 ადამიანი ემსხვერპლა, ისინი საქორწინო კორტეჟეს მონაწილეები იყვნენ.
სატვირთო მანქანა, რომელშიც ახალდაქორწინებულების ნათესავები ისხდნენ, დაახლოებით 70 ადამიანი, ხიდიდან მდინარე მანანარაში გადავარდა.
ადგილზე დაიღუპა 27 ქალი, 9 მამაკაცი და 9 ბავშვი, მათ შორის ახალდაქორწინებულებიც. უმეტესობა მდინარეში დაიხრჩო, 24-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
კომენტარები