ბრიტანეთსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 100 მილიონი გირვანქა სტერლინგია. შეთანხმებას ხელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ანკარაში ვიზიტის დროს მოეწერა, სადაც ტერეზა მეი თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
შეთანხმების თანახმად, ოფიციალური ლონდონი თურქეთის საჰაერო ძალებს გაძლიერებაში დაეხმარება. ქვეყნები მომავალში სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავებასაც გეგმავენ.
კომენტარები