საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გარდა, დონალდ ტრამპმა კიდევ რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხვა ქვეყნების ინტერესების ლობირება სამუდამოდ აუკრძალა, სხვა ორგანიზაციების სასარგებლოდ საქმიანობა კი მათ თანამდებობის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ შეეძლებათ.
ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში ეს შეზღუდვა 2 წელი იყო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა, მომავალი 30 დღის განმავლობაში დაჯგუფება ისლამურის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია შეიმუშაონ.
კომენტარები