სირიის მთავრობა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, ასადი თავის მოვალეობას „მშვიდად და ნორმალურად“ ასრულებს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ მედიასა და ახალი ამბების არაბულ სააგენტოებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასადის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთი ვერსიით, სირიის 51 წლის პრეზიდენტს ინსულტი მიიღო, მეორე ვერსიით კი ის დაჭრილია.
„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებული ინფორმაციას უარვყოფთ. ასადის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კომენტარები