ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით – ეს განცხადება “ხალხის ძალის” ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები იყო პოზიტიური გზავნილები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
“ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, პრემიერ ღარიბაშვილის ძალიან სამართლიანმა, პრინციპულმა პასუხებმა და განცხადებებმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას, რადიკალური ოპოზიციისგან იქნება ეს თუ სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტისგან, კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით.
პრემიერის განცხადებები იყო პოზიტიური გზავნილი ბრიუსელისთვის და ევროკავშირისთვის, რომ თუ რეალურად უნდა ევროკავშირს, და ჩვენ გვწამს, რომ მას რეალურად უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია, მან ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს. ასოცირებულ ტრიოში საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.