ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი სიცილიის კუნძულ ლამპედუზაში გაემგზავრნენ, რათა ეწვიონ პორტს, სადაც ათასობით მიგრანტი ჩავიდა.
ლამპედუზას ათობით მაცხოვრებელმა მიგრანტების მატებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა.
პრემიერმა ევროკავშირს მოუწოდა “საზღვაო მისიით, საჭიროების შემთხვევაში” ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტების ხმელთაშუა ზღვაში გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად ერთობლივად იმოქმედონ.
წელს იტალიაში 126 000 მიგრანტი ჩავიდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული რიცხვია.
კომენტარები