დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მას სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.
კომენტარები