გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ეს გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს. […] ბაქოს დაპირება, თავი შეიკავოს სამხედრო მოქმედებებისგან, დარღვეულია“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.
კომენტარები