ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე – ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები.
ხმაური ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
ზარნაძის თქმით, იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს განცხადება, სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
კომენტარები