აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების საკითხზე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, რათა გამოვხატო ჩვენი წუხილი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გამო. აშშ გააგრძელებს სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“, – წერს ბლინკენი.
კომენტარები