უკრაინელმა სპორტსმენებმა, ვიოლეტა სეროვამ და ივან ხობტამ ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის, რუსეთში დაბადებული ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას მილოცვა არ მიიღეს.
საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი ბუდაპეშტის გრანპრის გამარჯვებული გახდა, უკრაინელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, ბრინჯაოს მედალი კი კანადელმა წყვილმა მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ბერულავა და მეტელკინა სეროვასთან და ხობტასთან მისალოცად მივიდნენ, თუმცა უკრაინელმა წყვილმა მილოცვის მიღებაზე უარი თქვა და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს არ გადაეხვია.
კომენტარები