ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი ძმის, მერაბ ჟორდანიას გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.
“მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია, აღარ ვსტუმრობ ფბ.ს, რიგი მიზეზების გამო. ვეღარ მოვითმინე, მითუმეტეს, ჩემს ძმას-მერაბ ჟორდანიას როცა ეხება საქმე. ვიღაც უღირსი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ შეურაცხყოფა მიაყენონ ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ფეხბურთს, ქართულ ფეხბურთში კი დიდი ღვაწლი მიუძღვის.
მის ერთ-ერთ უარყოფიდ თვისებად მიმაჩნია, რომ მის გაკეთებულ კეთილ საქმეებზე, ყოველთვის, ყველას აკრძალული ჰქონდა ხმამაღლა ლაპარაკი😩
ყოველთვის ამბობდა, იმიტომ ხომ არ ვაკეთებ რომ თავი მოვიწონოო:(
ეხლა რაც მახსოვს, არაკომპეტენტურ, უვიც, ჭორიკანა არაკაცების გასაგონად დავწერ:
იცით თუ არა, რომ 90-იან წლებში, შეკრიბა, თავი მოუყარა, მთელი საქართველოდან, სუკეთესო ფეხბურთელებს და უხდიდა ხელფასებს (დღევანდელი გადმოსახედიდან, მაშინ ევროპული ხელფასები იყო)
ყველა კარგი თამაშის მერე ზოგს ბინას, ზოგს მანქანას ჩუქნიდა, რომ პატარა ბიჭებისთვის სტიმული მიეცა…მაშინდელ საქრთველოში, ეს გაუგონარი ამბავი იყო🤷♀️
პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ფეხბურთელებს მისცა საშუალება, უცხოეთის კარგ გუნდებში ეცადათ ბედი. ეს ცოტა, რაც მახსოვს “დინამო”თბილისის პერიოდი.
შემდწგ ფედერაცია.
იცით თუ არა, რომ როდესაც პრეზიდენტი გახდა, ფედერაციაში დახვდა ვალი (თუ მეხსიერება არ მღალატობს) 700000 ევრო, რომელიც მისი გასასტუმრებელი იყო?
იცით თუ არა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სახელმწიფო დაფინანსება არ ქონია? იცით, რომ ყველა ვეტერან ფეხბურთელს, მათ შორის გარდაცვლილების ოჯახებს ხელფასს უხდიდა საკუთარი ჯიბიდან?
იცით თუ არა, რომ ფედერაციის შენობა, ძველი ინგრეოდა და ახალი ააშენა, თავის სახსრებით? (სხვათაშორის, დღემდე მის აშენებულ შენობაშია სფფ. ასევე ააშენა ნაკრების ბაზა დიღომში.
იცით თუ არა, რომ პოსტ სსრკ-ში უეფას პრეზიდენტი-ბლატერი, მხოლოდ საქართველოს ეწვია? რა თქმა უნდა მერაბ ჟორდანიას დამსახურებით!
რამდენ ადამიანს და ოჯახს ეხმარებოდა, საკუთარი სახსრებით, ეს კიდევ იმდენია, ბევრი არც კი ვიცი😩
და ბოლოს, 2-ჯერ დაჭერის შემდეგ რომან აბრამოვიჩმა, 100% განკარგვით, მისცა არნემის “ვიტესი, სადაც მისი მოღვაწეობის პერიოდში, რამოდენიმე ქართველს მისცა საშუალება, ევროპულ გუნდში თამაშის.
და გავარდნის კანდიდატი ვიტესი, ერედივიზიონის 3-4 , ყველაზე რეიტინგულ გუნდად აქცია✊
ეს ის ცოტაოდენი ჩამონათვალია, ჟორდანიას გაკეთებული საქმეების, რომელიც უცებ გამახსენდა. იმედი მაქვს, გამომეხმაურებიან ის ადამიანები, ვინც უფრო მეტი იცის!
ხო და იმ არარაობების გასაგონად, ვინც ვითომ ძალიან მცოდნეები ხართ, შემომეხმიანეთ გელით🤣, ოღონდ ჭორაობით კი არა,
ა რ გ უ მ ე ნ ტ ე ბ ი თ!
პატივისცემით
ხათუნა ჟორდანია (მერაბ ჟორდანიას და forever ❤️)
P.S. იმედია, ის ხალხიც, მათ შორის ფეხბურთელები შემეხმიანება, ვინც ჩემზე კომპეტენტურია, მერაბ ჟორდანიასთან დაკავშირებით, მე მაინც სუბიექტურობას დამწამებენ!”