„საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების შესახებ წერს.
„გილოცავთ პედაგოგებს, პროფესორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს ერთიანი ევროპის მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დამტკიცებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად იმოგზაუროთ ევროპაში! მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!” – წერს ალექსანდრე ჯეჯელავა.
კომენტარები