ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკში რჩება და არ აპირებს მეუღლესთან დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში ცხოვრებას.
“მელანია ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში საცხოვრებლად გადავა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ტრამპის წარმომადგენელმა სტეფანი ვოლკოფმა. მისი თქმით, მანამდე პრეზიდენტის მეუღლე იცხოვრებს “ორ ქალაქს შორის”.
ვოლკოფის თქმით, მელანია ტრამპს ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვს პირველი ლედის ვალდებულებების მიმართ.
კომენტარები