ყოფილი პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
“მორიგი სისულელე “გამოაცხეს” და ჩვეული სუბიექტურობით და ცინიზმით შეთხზეს ტყუილი , ჩემი ოჯახის წინააღმდეგ..
ნათელია , რომ ტელევიზიის ოპოზიციონერი ბოსები და მათი დამფინასებლები , ვერ ეგუებიან ირაკლის სწორი, ეროვნული პოლიტიკის გატარებას და ყველანაირად ცდილობენ სიცრუის შექმნით და ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეიყვანას.
ძალიან მეუხერხულება და ვფიქრობ , რომ არაა ლამაზი, საკუთარ წარმატებებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი.. თუმცა , რადგან ადამიანის “გაშავებაში” და ტყუილის ტირაჟირებაში გამოწრთობილმა , ოპოზოციურმა ტელევიზიამ გადაწყვიტა , ჩემს მიერ გაწეული , პირადი საქმიანობა , ირაკლის წინააღმდეგ – “შავ პიარად“ აქციოს.. გადავწყვიტე , მცირე კომენტარი გავაკეთო საზოგადოებისთვის ..
ჩემი ოჯახი 20 წელზე მეტია ფლობს კომერციულ ფართებს თბილისში და დედოფლისწყაროში, რაც რატომღაც გამორჩათ .. ერთ -ერთი კომერციული ფართი კი ოთახნახევრიან საცხოვრებლად წარმოაჩინეს .. რეალურად 85 კვადრატული კომერციული ფართია, რომელიც 1998 წლიდან გაქირავებულია..
მერვე წელია , რაც კახეთში ბიზნესი წამოვიწყე და ამ ხნის მანძილზე გავაშენეთ 150 ჰექტარი ვენახი , ავაშენეთ ერთ-ერთი თანამედროვე ღვინის ქარხანა საიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გამაჩნია.. აღნიშნული ბიზნესი ერთ-ერთ გადაცემაში დეტალურად აღწერეს იგივე “ჟურნალისტებმა” , ჩვეული დრამატურობით უყვებოდნენ მოსახლეობას, თუ რამხელა ბიზნესს ვფლობდი კახეთში … იმ დროს მასე აწყობდათ: მდიდარ ადამიანად წარმოვეჩინე და მაგ კუთხით დაეზიანებინათ ირაკლი.. გუშინდელი გადაცემაში კი აღნიშნული ბიზნესი , წამგებიან საქმიანობად “აქციეს” ..
ასევე, ჩემს მეგობრებთან ერთად, საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებ კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომლიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მივიღე..
შესაბამისად, მაქვს საშუალება შევიძინო 800 კვადრატულ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან …
თქვენი ბოსების, დამკვეთების და დამფინსასებლებისგან განსხვავებით, ჩემი და ირაკლის ოჯახი არ გამდიდრებულა ბიუჯეტის ხარჯზე და არასოდეს აგვიგია სხვების უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება… ესაა სიმართლე და ამ სიმართლით გაუმარჯოს ჩემს ოჯახს !”