კომპანია “ვაინ კახეთის” დამფუძნებელი ლევან ზილფიმიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ტვ პირველის” მიერ, მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება.
“ცნობისთვის ჩვენი კომპანია ვაინ კახეთი • Wine Kakheti სადაც მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ალექსანდრე თამაზაშვილი ვართ დამფუძნებელი პარტნიორები, ვახორციელებთ კახეთის რეგიონში სოლიდურ ინვესტიციებს და ამის დასტურია, რომ ქ. თელავში ავაშენეთ ულტრათანამედროვე ღვინის ქარხანა, ადგილზე რეგიონის მაშტაბით ვასაქმებთ 300 მდე ოჯახს და საქართველოს ბანკთან ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ერთობლივ პროექტებს, როგორიცაა ვენახების გაშენება, ღვინისა და სპირტის რეზერვუარების აშენება, მზის პანელების დამონტაჟება და სხვა მრავალი..
კომპანიას გააჩნია მრავალმილიონიანი ბრუნვა, გაშენებული აქვს 150 ჰექტრამდე ვენახები სხვადასხვა ლოკაციაზე და ეს ყველაფერი არაა, ჩვენ ვაგრძელებთ სტაბილურ განვითარებას და სამომავლოდ გვაქვს დიდი გეგმები!”