პრეზიდენტს არგუმენტებით 100:0 ვუგებთ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკას“ განუცხადა. რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.
„პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაგრამ, სამწუხაროდ მისი განცხადებები სტატუსთან დაკავშირებით არის მავნებლობა და ამას დაემატა ის, რომ კონსტიტუციასაც არღვევს და პატივს არ სცემს – ეს არის სერიოზული საფუძველი, რომ მას უარი უთხრათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
კომენტარები