მაია კოპალეიშვილი ადეიშვილმა დანიშნა ჯერ პროფესორად თსუ-ში და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვერ გამოსულა ამ ხიბლიდან. ეს არის სერიოზული პრობლემა, რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არც მაია კოპალეიშვილი და არც თამარ ჩუგოშვილი არ არიან კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები.
„მაია კოპალეიშვილი ადეიშვილმა დანიშნა ჯერ პროფესორად თსუ-ში და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვერ გამოსულა ამ ხიბლიდან. ეს არის სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული. აქ მეტი საუბარი არ მინდა გამომდინარე იმ ურთიერთობიდან, რაც წლების განმავლობაში მაკავშირებდა მასთან. არც ერთი მათგანი არ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები, რატომ არ გამოგზავნა ისინი პრეზიდენტმა და გამოაგზავნა ეს ორი კონკრეტული პირი?! იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მას უნდოდა არა სამართლებრივი დისკუსია, არამედ პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხვალ იმისათვის, რომ ეს დისკუსია სამართლებრივ ჩარჩოებში იყოს მოქცეული და იმედია, სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები უზრუნველყოფენ სასამართლო პროცესის სათანადოდ წარმართვას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.