შაბათს, რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 12:17 დამარცხდა.
მას შემდეგ, რაც ფიჯიმ საქართველო დაამარცხა, ნაკრების წევრი ჯოშუა ტუისოვა მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
მედია წერს, რომ ფიჯელმა სპორტსმენმა სწორედ საქართველოსთან მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა. თუმცა თამაშზე გამოსვლა მაინც გადაწყვიტა, რათა თავის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დახმარებოდა.
ნახევარდაცვის ძალოვანმა მოთამაშემ, შვილის გარდაცვალების ამბავი მამისგან შეიტყო. 7 წლის ტიტო ხანგრძლივად ავადმყოფობდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა. ბოლოს ბავშვი ფიჯის ქალაქ ლაუტოკას კლინიკაში იყო.
ტუისოვას უფლება მიეცა სასწრაფო წესით შინ დაბრუნებულიყო, თუმცა მან ეროვნულ გუნდში დარჩენა არჩია და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მისმა გუნდმა ქართველების დამარცხება მოახერხა.