ევროპა დაინტერესებული არ არის იმაში, რომ რუსეთი სუსტი სახელმწიფო იყოს, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„მე დავეჭვდებოდი რუსეთის რეალურ ძალაში, ქვეყანა, რომელსაც ძირს უთხრის ეკონომიკური კრიზისი. რუსეთის შიდა პრობლემები კარგად შენიღბულია საერთაშორისო და სამხედრო პოლიტიკის დინამიკით. ევროპა არ არის დაინტერესებული სუსტ და კრიზისში მყოფ რუსეთში“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
კომენტარები