პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში თურქ თათაროღლუს სძლია. პორტუგალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. ხვალ, 8 ოქტომბერს ტურნირზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჩვენი შერეული გუნდის მიიღებს.
კომენტარები