საინფორმაციო სააგენტო კვირას დამფუძნებელი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ინფორმაცია ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ👇
✅ისრაელში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 ავიარეისი უკვე შესრულდა და მომდევნო დღეებში, ფრენა კვლავ განხორციელდება. მისივე თქმით, საელჩო ისრაელში მყოფ, საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა;
✅სოცქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელ ავივი-თბილისის მიმართულებით, თითქოს, “ჯორჯიან ეარვეისმა” ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა. ავიაკომპანიამ ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ტარიფები არ შეცვლილა;
✅ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული. ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც შეტაკებების დროს გარდაიცვალა. საქართველოს სხვა დაკარგული, გარდაცვლილი ან გატაცებული მოქალაქეების შესახებ საელჩოს ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვს;
✅საქართველოს დედაქალაქის მთავარი ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა;
✅საქართველოს მთავრობამ კატეგორიულად დაგმო ისრაელის სახელმწიფოზე ტერორისტული შეტევა და სოლიდარობა გაუცხადა ისრაელის მთავრობასა და ხალხს;
🆘საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +972526919092 / +972 52-8888513 და +972 54-7386813”