აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა. შესაბამისი განცხადება ჯეიმს მეტისმა ტოკიოში თავის იაპონელ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რაც შეეხება ირანის პრობლემას, ეს სახელმწიფო მსოფლიო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს ირანს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ამავდროულად ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ „ირანის პრობლემასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს“.
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 თებერვალს ირანი ოფიციალურად გააფრთხილა.
კომენტარები