თურქეთის ავიაციამ სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე მორიგი ავიაიერიშები განახორციელა. თვითმფრინავებმა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში 60-მდე სამიზნე დაბომბეს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, იერიშების შედეგად დაჯგუფების 51 მებრძოლია მოკლული, მათ შორის 4 ადგილობრივი მეთაური.
თურქ სამხედროებს ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქი ალ-ბაბი უკვე რამდენიმე კვირაა, ალყაში აქვთ მოქცეული.
კომენტარები