ლუგანსკში ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მანქანა ააფეთქეს. შედეგად ავტომობილში მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უწყების ხელმძღვანელი, ოლეგ ანაშენკო.
ადგილობრივი პროკურატურა მომხდარს “ტერაქტს” უწოდებს და თავდასხმაში უკრაინელ დივერსანტებს ადანაშაულებს.
პრორუს სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების ეპიცენტრად ამ დრომდე ქალაქი ავდეევკა რჩება, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო, ჯერაც ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება.
კომენტარები