ღაზას სექტორში ელექტროენერგია გაითიშა, მას შემდეგ რაც ერთადერთ ელექტროსადგურში საწვავი გათავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობას გენერატორებით სარგებლობა მოუწევს, თუ ამისთვის საწვავს იპოვიან.
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.
კომენტარები