„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფები ისრაელში მუშაობას განაგრძობენ.
როგორც ჟურანლისტი ილანა ჯანაშვილი თელ-ავივის, ბენ გურიონის აეროპორტიდან იტყობინება, აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. უამრავი ადამიანი ტოვებს ისრაელს. სხვადასხვა ქვეყნებმა დააწესეს სპეცრეისები და ასე ცდილობენ საკუთარი მოქალაქეების მშვიდობიანად გაყვანას.
„ისრაელში ჩამოფრენაზე თითქმის, ყველა რეისი გაუქმებულია. სრულდება მხოლოდ რეზერვისტებისთვის დასაბრუნებელი ფრენები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ დროისთვის ყველაზე მეტი ავიარეისი ამერიკიდან და ინდოეთიდან შესრულდა.
ამასთან, ღამის საათებში განგაშის სიგნალი არ ჩართულა. ღაზას სექტორში 750 ტერორისტული წერტილი დაიბომბა. ქვეყნის სამხრეთის ქალაქების ნაწილი დაცლილია და იქიდან მოსახლეობა გამოჰყავთ“, – განაცხადა ჯანაშვილმა.
კომენტარები