კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ან მისი გადავადება იქნება ძალიან ცუდი სიგნალი და ეს იქნება პირდაპირი გზავნილი ჩვენი საერთო მტრებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის რომ საქართველო თავისმა მეგობრებმა ამ რთულ დროს როცა რეგიონში ომია, დატოვეს მარტო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მას შემდეგ ბევრი გავაკეთეთ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში და იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.
„უნგრეთი, უნგრელი ხალხი და ბატონი ვიქტორ ორბანის მთავრობა არის საქართველოს ევროინტეგრაციის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი. ძალიან პოზიტიური სიგნალია, რომ ის ჩამოვიდა საქართველოში და აქაც გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. ის უპირობოდ არის მომხრე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან, მასაც, როგორც საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს, მიაჩნია, რომ ჩვენო ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. სტატუსი თავად არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი და შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში არის ის, რომ არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი დეკემბრისთვის, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მას შემდეგ ჩვენ ბევრი გავაკეთეთ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში და იმედი გვაქვს, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს შედის როგორც საქართველოს ინტერესებში რა თქმა უნდა, ასევე შედის ევროკავშირის ინტერესებშიც. კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ან მისი გადავადება, იქნება ძალიან ცუდი სიგნალი და ეს იქნება პირდაპირი გზავნილი ჩვენი საერთო მტრებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის რომ საქართველო თავისმა მეგობრებმა ამ რთულ დროს როცა რეგიონში ომია, დატოვეს მარტო. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება, მოველით, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუს“, – განაცხადა თალაკვაძემ.